მადრიდის "რეალი" ზამთარში არავის იყიდის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელებს არ შეიძენს.

ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელების დასკვნის საფუძველზე მიიღო.

პერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლის პოზიციას, თუ რომელიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და დიდი ხანი ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას.

პერესი იმედოვნებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ზიდანი  იმ ფეხბურთელებს დაეყრდნობა, რომლებიც კლუბმა ზაფხულში 303 მლნ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული