ზუსტად 25 წლის წინ რაულ გონსალეს ბლანკომ მადრიდის "რეალში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
"სამეფო კლუბმა" "ტვიტერში" ამასთან დაკავშირებით რაულის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სადებიუტო მატჩს ატარებს.
სულ რაულმა "რეალში" 741 მატჩი ჩაატარა და ამ ხნის განმავლობაში 323 გოლი გაიტანა. "რეალში" რაულმა 16 ტიტული მოიგო, 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 6-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და 2002 წელს უეფას სუპერთასი.