9 ნოემბერს, ლა ლიგას მე-13 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სელტა" 4:1 დაამარცხა.
მესიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და პრიმერას ბოლო 6 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან ესპანეთის ჩემპიონატზე 34-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა და რონალდოს დაეწია.
"სელტა" ლა ლიგის 22-ე გუნდია, რომელსაც მესიმ 10 და მეტი გოლი გაუტანა.
"ბარსას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველი გოლი გაიტანა.
ანტუან გრიზმანმა "ბარსაში" უკვე მეხუთე მატჩში ვერ გაიტანა გოლი.
"ბარსელონა" 25 ქულით პირველ ადგილზეა (ამდენივე ქულით მეორე პოზიციაზე "რეალია) და 23 ნოემბერს გასვლაზე "ლეგანესს" დაუპირისპირდება.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 71 209 მაყურებელი
ბარსელონა - სელტა
გოლები: 1:0 მესი (23, პენ), 1:1 ოლაზა (42), 2:1 მესი (45+1), 3:1 მესი (48), 4:1 ბუსკეტსი (85)