ესპანეთის ეროვნული ფეხბუთის ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის სუპერთასი ზედიზედ 3 წლის განმავლობაში საუდის არაბეთში გაიმართება და ამისათვის არაბულმა მხარემ 120 მილიონი ევრო გადაიხადა.
აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს: მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკო და "ვალენსია". გაირკვა პირველი ტურნირის წყვილებიც - "რეალი" "ვალენსიას" შეხვდება, ხოლო "ბარსელონა" - "ატლეტიკოს".
ესპანეთის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ვერ დაუჭერდნენ ტურნირის იმ ქვეყანაში ჩატარებას მხარს, სადაც ქალთა უფლებები დაცული არაა.
აღიშნული გადაწყვეტილება ლა ლიგამაც გააკრიტიკა, თუმცა 120 მილიონი ევრო...
"რეალმა" კვლავ დიდი ანგარიშით იმარჯვა - ბოლო 5 მატჩში გოლი არ გაუშვა [VIDEO]
მესის 34-ე ჰეთ-ტრიკი - "ბარსელონამ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]