ლეო მესი: მაისურის გაცვლა კარიერაში მხოლოდ ზიდანს ვთხოვე

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ თქვა, რომ კარიერაში ერთადერთხელ სთხოვა მოწინააღმდეგეს მაისურის გაცვლა.

"მე მაისურის გაცვლას სხვა ფეხბურთელებს არ ვთხოვ, როგორც წესი, მათი თხოვნით ვუცვლი. ერთადერთხელ ზიდანს ვთხოვე. ისე, თუ მეტოქის გუნდში არგენტინელი თამაშობს, მაისურას ვუცვლი. თუ არავინ მთხოვს, არც მე ვთხოვ", - ციტირებს მესის TyC Sports-ი.

მიმდინარე სეზონში მესიმ 11 მატჩში 9 გოლი და 5 პასი მიითვალა, კლუბთან კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აკი თავმდაბალიაო :)
ერთი რა თქვა და მეორე რა დაწერეს.
ისე თუ მართლა თქვა, არც მე მომეწონა
რა მნიშვნელობა აქვს :)
14 ნოემბერი 2019 10:11
8
ნეტა სახლში აქვს დღესაც?
ზაალი
14 ნოემბერი 2019 05:56
2
რონალდოს მესი ყველაფრით ჯობია!
s..s
14 ნოემბერი 2019 02:55
13
მესი თავმდაბალი ბიჭია, მაგით ჯობია რონალდოსო, სულ მაგას ამბობდნენ და ესეც ამის თავმდაბლობა. ამის თქმა საერთოდ არ იყო საჭირო რაც თქვა. მინიმუმ იმათ მიაყენა შეურაცხყოფა ვინც ამასთან მიდის და სთხოვს მაისურს.
აკი თავმდაბალიაო :)
14 ნოემბერი 2019 02:34
33
ჯერ ესეთი მესი ესეთ რამეებში არ არის აქტიური, მესის თავმდაბლობა ჯერ ესეთი იმაშიც გამოიხატება, რომ როლანდოსავეთ არ იქებს თავს და ყოველთვის ხაზს უსმევს,რომ მისი წარმატება მისი კი არა, გუნდის დამსახურებაცაო. ლეომ აღნიშნა, რომ ერთადერთხელ გავბედეო და ზიდანს ვთხოვე მაისურიო და არა ისე როგორც თქვენ გინდათ გაიგოთ თქვენებურად.
კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდაო.
14 ნოემბერი 2019 21:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული