ესპანეთის ეროვნულმა გვარდიამ "მალაგას" ყოფილი თავდამსხმელი, 36 წლის სერხიო კონტრერას პარდო კოკე დააპატიმრა, - ამის შესახებ ინფორმაცია El Confidencial-მა გაავრცელა.
სპეცოპერაციაში მონაწილეობა 150-მა სამხედრომ მიიღო. დაკავებულია 20 ადამიანი, კოკეს ბინაში კი 1 ტონა ჰაშიში, დიდი ოდენობით ფული და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.
გამოძიების ვერსიით, კოკე დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერია და პირადად აკონტროლებდა ნარკოტიკების რეალიზაციას.
პარდო, "მალაგას" გარდა, "მარსელში", "სპორტინგში", "არისში", ჰიუსტონის "დინამოში", "რაიო ვალეკანოსა" და "ბაქოში" თამაშობდა.