მადრიდის "რეალს" თავის ბომბარდირთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" სურს კონტრაქტი გაახანგრძლივოს ფრანგ ფორვარდ ქარიმ ბენზემასთან, რომელსაც ხელშეკრულება ესპანურ გრანდთან 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება.

გარდა კონტრაქტის გაგრძელებისა, "რეალი" ქარიმს ხელფასის გზრდასაც შესთავაზებს, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მისი ლიდერის სტატუსს კლუბში.

მადრიდელებს ბენზემასთან კონტრაქტის 2023 წლამდე ვადით გაგრძელება სურთ. იმ დროისთვის ფრანგი 36 წლის იქნება. ფორვარდს სურს მადრიდულ გრანდში თამაშის გაგრძელება, თუმცა ეჭვობს, რამდენად შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს ამ ასაკში.

ფლორენტინო პერესი ყოველთვის ბენზემას დიდი გულშემატკივარი იყო. ქარიმი "რეალში" 21 წლის ასაკში მივიდა და უკვე გუნდში 10
წელზე მეტი გაატარა. ფრანგის შეძენით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი და პსჟ იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა "რელში" მის გაშვებას არ აპირებენ.

ბენზემა შარშანდელ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო და გოლების რაოდენობით წელსაც ლიდერია. ფრანგს ლა ლიგაში 11 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და ესპანეთის ჩემპიონატის მეგოლეთა სიის სათავეშია.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული