ედენ აზარმა ერთმანეთს ზინედინ ზიდანი და მაურისიო სარი შეადარა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ედენ აზარმა ისაუბრა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის სამუშაო მეთოდებზე და ის "ჩელსის" ყოფილ დამრიგებელ მაურისიო სარის შეადარა.

"ზიდანი რამდენიმე სიტყვით კაცია. ის არაფერს ართულებს და ყოველთვის პოულობს დროს ჩემთან სასაუბროდ მატჩის წინ. ეს ძალიან მეხმარება და უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს. ის მეუბნება: "ბედნიერად იგრძენი თავი". ზიდანს ყველა თავისი ფეხბურთელი ძალიან უყვარს. მას მოსწონს ემოციური კავშირის დამყარება გუნდთან, იმ ფეხბურთელებთანაც კი, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან. ჩვენ ყოველთვის ბურთით ვვარჯიშობთ და სწრაფ შეტევებს ვამუშავებთ.

სარი კი უფრო
მკაცრი იყო და აქცენტს გამეორებაზე აკეთებდა. იტალიელ მწვრთნელებთან 3 წელი ვიმუშავე და შემიძლია ვთქვა, რომ თავის პოვნა ზიდანთან უფრო ადვილია", - აღნიშნა აზარმა L’Equipe-თან საუბარში.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული