"რეალმა" "სოსიედადს" მოუგო და "ბარსელონას" დაეწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ნოემბერს, ლა ლიგას მე-14 ტურში "რეალმა" "სოსიედადი" 3:1 დაამარცხა.

"რეალმა" ყველა ტურნირზე 6 მატჩიდან 5 საერთო ანგარიშით 19:1 მოიგო - მხოლოდ "ბეტისს" დაუზავდა (0:0).

"რეალმა" და "ბარსელონამ" 28-28 ქულა დააგროვეს და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. მესამე პოზიციაზე მყოფ "ატლეტიკოს" 25 ქულა აქვს. თანაც, ლიდერებმა 1 მატჩით ნაკლები ჩაატარეს.

თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ბოლო 3 შეხვედრაში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი - სულ ამ სეზონში მის ანგარიშზე ლა ლიგას 12 მატჩში 10 გოლია.

ფორვარდი გარეთ ბეილი 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე - მან ბოლოს
თავის გუნდში 5 ოქტომბერს ითამაშა "გრანადასთან".

ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა - ხორვატმა 1 მატჩში 3 გოლში პირველად მიიღო მონაწილეობა.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 69 305 მაყურებელი

რეალი - სოსიედადი 3:1

გოლები: 0:1 ვილიან ხოსე (2), 1:1 ბენზემა (37), 2:1 ვალვერდე (47), 3:1 მოდრიჩი (74)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული