ედენ აზარი: "რეალში" რონალდოსავით შედეგიანი ვერ ვიქნები

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოს დარად შედეგიანი ვერ იქნება.

"როდესაც მოედანზე გავდივარ, არ ვფიქრობ, რომ აქ ადრე რონალდო თამაშობდა. მას თავს არ ვადარებ. დაე, ხალხმა შეგვადაროს. ზუსტად ვიცი, "რეალში" იმდენ გოლს ვერ გავიტან, რამდენიც კრიშტიანომ გაიტანა. თუმცა ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებ.

როდესაც "რეალში" გადმოვედი, გამიჭირდა, რადგან პირველ მატჩამდე 2-3 დღით ადრე ტრავმა მივიღე, აღდგენას კი ერთი თვე მოვუნდი. ამან სეზონის წინ ჩემი მომზადება დაამუხრუჭა", - ციტირებს აზარს "პარიზიენი".

მიმდინარე სეზონში ლა ლიგაზე აზარმა 8 შეხვედრაში 1 გოლი
და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი მიაწექი თორემ მდევარი ჩასაფრებულია, თანაც დაუნდობელი,ერთხელაც ატაკეთ კბილებში.
ზაალი
08:12 26-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული