750 მილიონი ევრო - "რეალის" ვარსკვლავის გამოსყიდვა ამ თანხად იქნება შესაძლებელი

AutoSharing Option
Marca წერს, რომ "რეალის" 21 წლის შემტევი ფედერიკო ვალვერდე კლუბთან უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს კონტრაქტს.

ურუგვაელი ფეხბურთელი ახალ შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომელიც ძალაში 2025 წლამდე იქნება. საინტერესოა, რომ ვალვერდეს გამოსყიდვის მსურველს 750 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ვალვერდე "რეალში" 2016 წელს მშობლიური "პენიაროლიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 12 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 2 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული