ფეხბურთი თამაშთა თამაშია - "ბარსელონასა" და "მალიორკას" მატჩი ამის დასტურია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-15 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 5:2 დაამარცხა "მალიორკა".

ფეხბურთი არა უბრალოდ თამაში, არამედ თამაშთა თამაშია - ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა "ბარსელონამ", რომელმაც საკუთარ მოედანზე მეტოქე დაჯაბნა.

"მალიორკა" რა თქმა უნდა, არ განეკუთვნება ესპანური და მით უმეტეს ევროპული ფეხბურთის გრანდებს, მაგრამ ამ შეხვედრის შინაარსია მთავარი, რომ გრანდმა თავადაც ითამაშა და მეტოქესაც მისცა თამაშის საშუალება. აი, სწორედ ამიტომაა ფეხბურთი სპორტის უპირველესი სანახაობა - ლუის სუარესის სუპერგოლი, ანტუან გრიზმანის გოლი, ლეო მესის ჰეთ-თრიკი და პრიმერაზე კვლავ ორხელისუფლებიანობაა - ორი დიადი კლუბის,
"ბარსელონასა" და "რეალის" უდიადესი ორთაბრძოლა გრძელდება.

14 დეკემბერს, მომავალ ტურში "ბარსა" სტუმრად "სოსიედადს", ხოლო "რეალი" ასევე გასვლაზე, 16 დეკემბერს "ვალენსიას" დაუპირისპირდება.

მესიმ პრიმერაზე 35-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა და რონალდოს რეკორდი დაამხო. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5-ის ჩემპიონატებში უკანასკნელ 14 სეზონში 10+ გოლი გაიტანა.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 71 072 მაყურებელი
ბარსელონა - მალიორკა 5:2
გოლები: 1:0 გრიზმანი (7), 2:0 მესი (17), 2:1 ბუდიმირი (35), 3:1 მესი (41), 4:1 სუარესი (43), 4:2 ბუდიმირი (64), 5:2 ბუდიმირი (64)
მკითხველის კომენტარები / 6 /
უმაგრესი გოლი გაიტანა სუამ! არადა ხან ისეთებს ვერ იტანს ხოლმე რო მერე თვითონაც უკვირს და ბრაზდება, უმაგრესია სუარესი ჯერ მარტო რამდენს მოძრაობს და ზონებს რა მაგრა ხსნის,მოკლედ უმაგრესია ელ პისტოლერო!
barsa
08 დეკემბერი 2019 19:39
0
ბარსას ქომაებო სუარესის გოლს როგორ შეაფასებდით? მაინტერესებს თქვენი აზრი. ჩემი აზრით შედევრი!
barsa mesi.
08 დეკემბერი 2019 17:42
1
როგორ უნდა შევაფასოთ, უმაგრესი და ულამაზესი გოლი იყო.
vova
08 დეკემბერი 2019 20:30
0
მიდი მესო მიაწექი შენებურად და გაასწარი ბენზოს და გადაასწარი ლევანდოვსკის.
10
08 დეკემბერი 2019 11:00
0
ამათ რომ ვუყურებ ფეხბურთი უმარტივესი თამაში მგონია.
ბარსა
08 დეკემბერი 2019 06:53
0
უი, პენალდოს რეკორდი დაამხო? ... ვაი ვაი ვაი ვაი ვაი ვაი
Deserti.
08 დეკემბერი 2019 04:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული