"რეალიდან" "სოსიედადში" განათხოვრებულმა 20 წლის ნორვეგიელმა ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაზე 14 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან თავის სათამაშო სტილზე ისაუბრა.
"ჩემი სათამაშო სტილი "რეალზე" უფრო "ბარსელონას" მიესადაგება? შესაძლოა (იცინის). ასე მგონია, "რეალსაც" უნდა ლამაზი, შემტევი ფეხბურთი ითამაშოს და გაიმარჯვოს. არ ვიცი. ესპანური ფეხბურთი მომწონს. აქ გუნდები კარგად თამაშობენ, ბურთის და ინიციატივის ფლობა უნდათ.
ვიდრე "რეალში" გადმოვიდოდი, ჩემს მამას არაერთი კლუბი დაუკავშირდა. ყველა საკითხს მამაჩემი წყვეტდა, მე არ ვერეოდი. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. "რეალს" საუკეთესოები
სჭირდება, ამიტომ იქ ახალგაზრდებს თავის წარმოჩენა უჭირთ", - განუცხადა ედეგორმა "მუნდო დეპორტივოს".
ედეგორი სექტემბერში პრიმერას საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ჯერ უცნობია, დაიბრუნებს "რეალი" თუ ისევ სადმე გაანათხოვრებს.