"იუვენტუსისა" და პსჟ-ის შემდეგ ტერ შტეგენის შეძენა უკვე "ბაიერნსაც" სურს

AutoSharing Option
ევროპული კლუბები "ბარსელონას" მეკარის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გადაბირებას ცდილობენ.

27 წლის მეკარის თავის გუნდში ხილვა სურს მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსსა" და პსჟ-ს.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომელიც გერმანიის ნაკრებში მანუელ ნოიერისა და ტერ შტეგენის კონკურენციაზე კომენტარს აკეთებდა, "ბაიერნის" მეკარის მხარე დაიჭირა.

თუმცა სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს, რადგან 2020 წლის პირველ იანვარს მიუნხენური კლუბის მმართველობაში ოლივერ კანი შევა, რომ არაერთხელ გამოსულა ტერ შტეგენის მხარდაჭერით.

2020 წელს კანი "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი გახდება და ამავე წელს ტერ შტეგენს "ბარსელონასთან" კონტრაქტის ვადა ეწურება.
კანი ტერ შტეგენში ნოიერის იდეალურ მემკვიდრეს ხედავს.

ტერ შტეგენის ასაყვანად მზადაა ტურინის "იუვენტუსიც", რომელიც სახსრების მოსზიდად ადრიენ რაბიო ან პაულო დიბალას გაყუდვას შეეცდება.

რაც შეეხება პსჟ, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში გუნდში კეილორ ნავასი მივიდა, კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეკონტაქტებოდა ტერ შტეგენის გარემოცვას და შესაძლო ტრანსფერს განიხილავდა.

თავად გერმანელს კი ესპანურ გუნდში სურს კარიერის გაგრძელება. მომავალ წელს მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აპირებენ მოლაპარაკებების გამართვას.

მომზადებულია Mundo Deportivo-ა მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველამ აუცვით, ტერ შტეგენისგან შორს ყველა. ჩვენი მეკარეა და არსადაც გადავა.
ბარსა მესი.
16:34 28-12-2019
1
კი კი , როგორ არა, იოცნებეთ
ტერ შტეგენი
16:16 28-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული