"მარკას" ცნობით, თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა მალე "რეალთან" კონტრაქტს გააგრძელებს.
ბენზემა ხელშეკრულებას 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და ხელფასსაც მოუმატებენ. მას გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება არ უნდა, ვინაიდან 2022 წელს 34 წლისა იქნება და დარწმუნებული არ არის, რომ იმ დროისთვის მაღალ დონეზე შეეძლება თამაში.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ბენზემამ 23 მატჩში 16 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.