"რეალს" თავდამსხმელ გარეთ ბეილის თავიდან მოშორება უნდა
ფეხბურთელის აგენტი ჯონათან ბარნეტი ამტკიცებს, რომ ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა "რეალი" ზაფხულში მის გაყიდვას ისევ შეეცდება.
"ტელეგრაფის" ცნობით, მადრიდულ კლუბს უელსელის ტრანსფერის განხორციელება ახლაც სურს, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და იციან, რომ ზაფხულშიც გაუჭირდებათ. საქმე ისაა, რომ არც ერთი კლუბი არ მოისურვებს მისი საკომპენსაციო თანხის გადახდას.
ბეილს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. გასული წლის ზაფხულში ჩინურ გუნდში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.