ფაბიო კაპელო: "რეალმა" რონალდოს სახით ლიდერი დაკარგა - ბეილისთვის ფეხბურთი მნიშვნელოვანი არ არის

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ იმაზე ისაუბრა, თუ რამხელა დანაკარგია მადრიდული გუნდისთვის თავდამსხმელი რონალდო.

"რონალდო ყველა გუნდისთვის მთავარი ფეხბურთელია. "რეალს" მის გარეშე გაუჭირდა, მისი ადგილი ბენზემამ დაიკავა, მაგრამ გუნდმა ლიდერი დაკარგა, როგორც ფსიქოლოგიურ ასევე ტექნიკურ ასპექტში.

ბეილი პოტენციურად არაჩვეულებრივი მოთამაშეა. შეგრძნება მაქვს, რომ მისთვის ფეხბურთი პრიორიტეტული უკვე აღარ არის.

თუ გინდა დღეს ჩემპიონი იყო, 100%-ით სპორტზე უნდა იყო კონცენტრირებული", - განუცხადა კაპელომ "დეილი მეილს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული