El Larguero: ვალვერდე გადააყენეს - მას სავარაუდოდ სეტიენი შეცვლის

AutoSharing Option
El Larguero-ს ცნობით, "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს სხდომა დასრულდა, რომელმაც გუნდის მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოცემის მტკიცებით, კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ ამის შესახებ ვალვერდეს უკვე აცნობა.

"ბარსა" ვალვერდეს გადაყენებას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, პრესკონფერენცია კი ხვალ, 14 იანვარს გაიმართება.

გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი "ბეტისის" ყოფილი თავკაცი კიკე სეტიენია. მისი აგენტი მოლპარაკებების საწარმოებლად უკვე ჩაფრინდა ბარსელონაში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არადა ბარსას პოჩეტინო ნაღდად მოუხდებოდა. "კიკა" ააშენებს ბარსას, ნახევარი წელი თუ გაძლო. ძლიერი ბარსა რეალსაც სჭირდება და მაგას ვჩივი:), თორემ სულ დაქცეულა სეპარატისტების ბუნაგი.:)))
emigranti
01:29 14-01-2020
2
ერთი ბეყეირათი შეცვალა მეორემ.ვაი თქვენს პატრონს.დდდ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული