გოლები გავიმ და ლამინ იამალმა გაიტანეს. 86-ე წუთზე ინიაკი უილიამსის (ბილბაო) გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა.
იამალის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 7 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.
დღეს მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „რეალი“ და „მალიორკა“ დაუპირისპირდებიან. ფინალი 12 იანვარს ჩატარდება.
ერ-რიადი. „კინგდომ არენა“
ბილბაო - ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 გავი (17), 0:2 იამალი (52)
"ბარსელონა" "ტოტენჰემის" ფეხბურთელის უფასოდ ხელში ჩაგდებას გეგმავს