"მალაგას" 19 წლის თავდამსხმელი უგო ვალეხო "რეალში" გადავიდა, - იტყობინება AS-ი.
"სამეფო კლუბმა" ვალეხოს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და ამის შესახებ ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს.
"რეალი" მას სეზონის ბოლომდე იჯარით სეგუნდა დივიზიონის "დეპორტივოში" გაუშვებს.
ამ სეზონში ვალეხომ მხოლოდ 285 წუთი ითამაშა და "მალაგასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.