ლიონელ მესიმ საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
ლა ლიგას 21-ე ტურში "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" უშანსოდ დაამარცხა (2:0) და მესტიალიზე ჩატარებული შეხვედრა ლიონელ მესისათვის სეზონში მე-7 მატჩი იყო, რომელშიც გოლი ვერ გაიტანა.

როგორც OptaJose იტყობინება, "ბარსას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა და კარისკენ 11-ჯერ დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. იგივე მაჩვენებელი ჰქონდა ლეოს 2017 წელს "დეპორტივოს" წინააღმდეგ "ნოუ კამპზე". არგენტინელმა მაშინაც 11-ჯერ დაარტყა, თუმცა გოლი ვერც იმ შეხვედრაში გაიტანა.

ლა ლიგას მიმდინარე სეზონში მესიმ 16 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა
გააკეთა. "ბარსელონა" კი მოგროვებული 43 ქულით ჩემპიონატის ლიდერია მინიმუმ მანამ, სანამ მადრიდის "რეალი" არ ჩაატარებს საკუთარ მატჩს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
შეიკრიბეთ ბარსას ფანები პარლამენტის წინ მოაწყვეთ მიტინგი და მოითხოვეთ ძველი მაისურის დაბრუნება.სწორედ მაგაშია ბარსას წარუმატებლობის მიზეზი.ჩართეთ მსოფლიოში ყველა თქვენნაირი ჭკვიანი ბარსას ფანი და აუცილებლად ჩ. ლ. განაღდებულია.
დოქტორი ჰაუსი
13:57 27-01-2020
4
ბარსას ფეხბურთელებს, მოაცილეთ ეგ დათარსული ცისფერი, ყვითელი და სხვა ფერებით, უსახური ფორმები. ნეტა ისეთი ვინმე ვიცოდე ვისაც მიუწვდება ხელი, რომ გადასცენ ბარსას ხელმძღვანელობას ეს ჩვენი თხოვნა. ამ ფორმებით როცა გადიან გასვლაზე უკვე ვიცით, რომ ცუდი თამაშები გველოდება... გასვლისთვის ისეთი ფორმები მაინც შეურჩიონ რომელიც მიახლოებული იქნება ლურჯ ბროწეულის ფერებთან. (ძაან მიყვარს ძველი ლამაზი ფორმები, მომკალით და ვერ ვეგუები ამ ახალ ბარსასთვის შეუფერებელ ფორმებს)
მაინტერესებს მარტო მე და რამოდენიმე ქომაგს გვაწუხებს ეს პრობლემა? ბარსას ქომაგებო გამომეხმაურეთ მართალი ვარ თუ ვცდები.
18:12 26-01-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული