"ბარსელონა" "ვალენსიასთან" უშანსოდ დამარცხდა - სამაგიეროდ იყო ტიკი-ტაკა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ლა ლიგას მე-20 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ვალენსიასთან" 0:2 წააგო.

"ბარსა" "მესტალიაზე" 2007 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა

მე-10 წუთზე ჟერარ პიკემ მასპინძელთა გუნდის მცველი ხოსე გაია წააქცია, მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, მაგრამ მაქსი გომესის დარტყმული ბურთი მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. ეს "ბარსაში" ჩემპიონატზე მის მიერ მოგირიებული პირველი თერთმეტმეტრიანია.

თუმცა, შესვენების შემდეგ "ღამურები" ჟორდი ალბას ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო 77-ე წუთზე მაქსი გომესმა მაინც დაამწუხრა კატალონიური გუნდი.

აღსანიშნავია, რომ "ვალენსიამ" ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო გაბრიელის
გოლი არბიტრმა სერხიო ბუსკეტსზე უხეშობის გამო არ ჩათვალა.

"ბარსელონას" ბურთის ფლობამ 65% შეადგინა, თუმცა მხოლოდ ტიკი-ტაკა შედეგის მისაღწევად საკმარისი არ გახლავთ.

"ბარსელონას" ისევე როგორც "რეალს" 43 ქულა აქვს და "ბლანკოსს", რომელიც ხვალ გასვლაზე "ვალიადოლიდს" ხვდება,  ერთპიროვნულად გალიდერების შანსი აქვს.

"ვალენსია" კი 34 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ალბას ანგარიშზე პრიმერაზე 4 ავტოგოლია, რაც XXI საუკუნეში "ბარსელონაში" ანტირეკორდია.

ვალენსია. "მესტალია". 45 882 მაყურებელი
ვალენსია - ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 ალბა (48, საკ. კარში), 2:0 მაქსი გომესი (77)
გამოუყენებელი პენალტი: მაქსი გომესი (10)
მკითხველის კომენტარები / 31 /
აბა კლავიატურის ვირტხებო ხრმად ატკინა ვალენსიმ ბარსას და აფარება უნდა
mesi
00:24 27-01-2020
1
აბა აყაყანდით ჭაობის ვირთხებო. რა იყო რა განგაში ატეხეთ. ყველამ თქვენს მამიდებს მიხედეთ. სულ, რომ წააგოს ბარსამ თქვენნაირი ფარჩაკების სალაპარაკო ნამდვილად არ არიას. მესიზე კიდევ, რომ ახურებთ და ერთმანეთს ეჯიბრებით ლანძღვაში, რა?საქვეყნოდ აკოცა თანაგუნდელს როლანდოსავეთ და თავი მოეჭრა თუ რაშია საქმე???? თქვენს პედოს მიხედეთ გირჩევნიათ, რომ აღარ მალავს თავის ორიენტირს.
ნუ გაახურეთ საქმე.
22:52 26-01-2020
3

სიახლეები პოპულარული