"რეალმა" "სარაგოსას" ადვილად მოუგო და 1/4-ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 იანვარს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალში "რეალმა" გასვლაზე 4:0 გაანადგურა "სარაგოსა".

"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სასტარტო შემადგენლობაში ალფონს არეოლა, ხამეს როდრიგესი და ლუკა იოვიჩი დააყენა, რომელთაც ხშირად არ უწევთ თამაში. მიუხედავად ამისა, გუნდებს შორის კლასში სხვაობა თვალში საცემი იყო და "ბლანკოსი" უპრობლემოდ გავიდა შემდეგ ეტაპზე.

"სამეფო გუნდი" ყველა ტურნირზე უკანასკნელ 20 მატჩში დაუმარცხებელია (14 მოგება და 6 ფრე) - ბოლოს 19 ოქტომბერს ლა ლიგაზე "მალიორკასთან" 0:1 წააგო.

სარაგოსა. "ლა რომარედა". 31 500 მაყურებელი
სარაგოსა - რეალი 0:4
გოლები: 0:1 ვარანი (7), 0:2 ვასკესი
(32), 0:3 ვინისიუსი (72), 0:4 ბენზემა (79)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული