"ბარსელონამ" 31 მლნ ევროდ პორტუგალიელი შეიძინა, რომელსაც "ახალ კრიშტიანოს" ეძახიან

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ბრაგის" თავდამსხმელის, ფრანცისკო ტრინკაუს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

20 წლის ფორვარდი სეზონს პორტუგალიაში დაასრულებს და ესპანურ კლუბს პირველ ივლისს შეუერთდება. ტრანსფერის თანხად 31 მლნ ევრო სახელდება.

ფეხბურთელთან კონტრაქტი კი 2025 წლამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში გაწერილია პუნქტი, რომლის მიხედვით, ტრინკაუს გამოსყიდვა მსურველს მინიმუმ 500 მლნ ევროდ შეეძლება.

ტრინკაოს ტრანსფერი პორტუგალიური კლუბის ისტორიაში რეკორდული გახდა.

პრესაში ტრინკაოს პერიოდულად "ახალ კრიშტიანო რონალდოდ" მოიხსენიებენ. 2018 წელს ფეხბურთელმა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე 5 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩაკვეტაძეს ის პრობლემა არ შექმნოდა რომელიც შეექმნა, დღეს ალბათ ბარსელონაში არა, და არც 31 მლნ ევროდ, მაგრამ უკვე დარწმუნებული ვარ სხვა დონის ჩემპიონატში, სხვა დონის კლუბში იქნებოდა და საფეხბურთო სამყაროც მასზე სულ სხვა ტონით ილაპარაკებდა. იმედი მაქვს რომ გიორგი ყველა ამ სიძნელეს დაძლევს, საბოლოოდ ჩადგება ფორმაში და დარწმუნებული ვარ ყველაფერი მისთვის ეხლა იწყება და ყველაფერი საუკეთესო სპორტულ კარიერაში საკუთარი თავის, ოჯახის და სამშბლოს სასახელებლად წინ აქვს!!! წარმატებები მინდა ვუსურვო და რაც შეიძლება ნაკლებტრავმიანობა!!!
სოხუმელი ვეტერანი
31 იანვარი 2020 17:04
1
ხოო ახლა რეალი შეიძენს არგენტინელს, რომელსაც ახალ მესის ეძახიან.დდდდდ ეჰ ასე მალ-მალე, რომ იბადებოდეს ახალი მესები და რონალდუები თან იგივე ქვეყნებში რაღა გვიჭირს მაშინ.დდდ
Mmm
31 იანვარი 2020 17:56
0
ბრაგის არა ბრაგას, რით ვერ იაწავლეთ გამართულად წერა...
გიონატ
01 თებერვალი 2020 04:08
0
რა ჩემს ფეხებად ეძახით ამ ახალ ფეხბურთელს "ახალ როლანდოს" ისიც ბარსაში, ვერ გამიგია. ვინც მეჯავრება ფეხბურთში ეს არის როლანდო, ტიპიურად ვერ ვიტან ამ ფეხბურთელს.
ბარსას ქომაგი
01 თებერვალი 2020 13:40
6
ვალერდე მაგიტომ მოუხსნიათ თურმე რომ ჩაკვეტაძე არ ისურვა გუნდში. მესის მოუთხოვია თურმე სასწრაფოდ ჩემს გვერდით უნდა ვიხილო ეს ბიჭი თუ არა და ბარსას დავტოვებო! ასეთი ინფორმაცია გავიგე მე კულუარებში!
ზვიო
31 იანვარი 2020 18:23
26
ზვიო მესიმ შემოგითვალა ნუ ატრა..კებო. ასეთი ინფორმაცია კულუარებში გავიგეთ.
ზვიო ჭორიკანას
01 თებერვალი 2020 13:35
0
იუმორინა 2037
kerr
01 თებერვალი 2020 12:53
1
პენალდოო
გულშემატკივარი
02 თებერვალი 2020 00:18
1
“ბრაგის” გენაცვალეთ წერა-კითხვის ცოდნაში
დინამოელი
02 თებერვალი 2020 00:35
0
მე მესივით ნიჭიერი დავიბადე და მესის დონის ვარსკვლავი ვიქნებოდი! რომ არა ეს ტრამვა!)
Taisona
31 იანვარი 2020 18:20
5

სიახლეები პოპულარული