პოჩეტინო მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელი გახდება?

AutoSharing Option
The Telegraph-ის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონეს, სავარაუდოდ, მაურისიო პოჩეტინო ჩაანაცვლებს.

თუმცა მადრიდულ გუნდს მოუწევს, მოლაპარაკებების დროს საინტერესო წინადადება მოამზადოს, რამდენადაც პოჩეტინოს კარიერის გაგრძელება ისევ პრემიერლიგაში სურს. მაურისიოს მოწვევა, სავარაუდოდ, ზაფხულში მოხდება. აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოს" სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა პოჩეტინოს ნიჭის დიდი ფანია.

გასულ წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მაურისიომ აღნიშნა, რომ სურვილი აქვს, ლა ლიგის ან პრემიერლიგის კლუბს ჩაუდგეს სათავეში, თუმცა უპირატესობას ინგლისურ გუნდს მიანიჭებს. ამავე დროს, პოჩეტინოთი დორტმუნდის "ბორუსიის" ხელმძღვანელობაც დაინტერესებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, მაურისიოს კარიერის გაგრძელების ფართო არჩევანი ექნება,
რამდენადაც მისი რეპუტაცია საკმაოდ დადებითია.

დიეგო სიმეონე "ატლეტიკოს" 8 წელია წვრთნის. ამ პერიოდში გუნდმა ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ორჯერ მოიგო ევროპის ლიგა და ერთხელ ლა ლიგის ტიტულსაც დაეუფლა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული