"რეალმა" სერხიო რამოსთან მოლაპარაკებები შეაჩერა

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "რეალი" და გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კომპრომისს ვერ აღწევენ.

გამოცემის მტკიცებით, რამოსს ხელშეკრულების გაგრძელება 2023 წლის ზაფხულამდე სურს, კლუბი კი კონტრაქტის 2022 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას სთავაზობს.

რამოსს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, როდესაც 35 წლის იქნება და ამიტომ კლუბს მასთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულების გაფორმება არ უნდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დღეს ყველაფერი ფულზეა დასული,მაგრამ რეალი მაინც სულ სხვა დონეა. გუნდი კი არა ფირმაა და ადრეც ეგრე იყო. როგორ მოექცნენ იეროს,რაულს... იგივეა რამოსის შემთხვევაშიც, კაცი ლეგენდაა რასაც ქვია და 1-2 წელზე ევაჭრებიან.
შეტევა
11:04 21-02-2020
0
გაუფორმებენ 2-წლიან, რად უნდოდათ ეს ბებერიო, თუ არადა - ლეგენდებს არ აფასებენო. ეჰ, ხალხო, ხალხო..
რეალის ფანი
12:28 21-02-2020
2

სიახლეები პოპულარული