"ლა ლიგას" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზონის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიური "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს.

გასულ თვეში ფეხბურთის 32 წლის ლეგენდამ "ლა ლიგის" 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლს+პასის სისტემით 10 ქულა დააგროვა. "ლევანტესთან" გამართულ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა, "ბეტისთან" - 3, "ხეტაფესთან" კი - 1. თებერვლის ბოლო მატჩში მესიმ "ეიბარს" 4 გოლი გაუტანა.

"ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში მესიმ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ბარსელონამ" 55 ქულა დააგროვა და
ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ყველაზე მთავარ ელ კლასიკოში ნული იყო და ლევანტესთან და ბეტისთან კუთხურებიდან და ჯარიმებიდან ჩაწოდებული ბურთები საგოლე პასებად ითვლება ხოლო სამარცხვინო ეიბარის განადგურება უდიდეს წარმატებად.მოკლედ ჩალიჩობს.
ყველაფერზე წამსვლელი სამარცხვინო კაცი
06 მარტი 2020 18:37
10
აჰა პირველი ბოღმაც გამოჩნდა!!!! ლანძღვა გინებას გახსნილად ვაცხადებთ!
?
06 მარტი 2020 18:51
4
ხვიჩა ყაზაიშვილო, მესის ასეთ სურათს ხშირად ნუ დებთ. სხვა სურათები მოიძიეთ.
?
06 მარტი 2020 17:32
2
სასაცილოა
სასაცილოა
06 მარტი 2020 17:22
13
მსოფლიო ჩემპიონობა რომ გუნდურია,სწორედ იმ გუნდში უნდა ითამაშო გასაოცრად და შენი მრავალოქროს ბუციანობა უნდა დაამტკიცო.
ნიანია ბაკურიანი
07 მარტი 2020 11:50
4
როგორმე ვიცით, რომ მსოფ. ჩემპ-ონობა გუნდურია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ 11-ი ფეხბურთელები თამაშობენ ნაკრებში ისე, რომ მარტო მესის ნუ ავკიდებთ სხვა ფეხბურთელების ინერტულობას. მესის თამაშმა არ გაიყვანა არგ-ის ნაკრები, მოსკოვის მსოფ. ჩემპიო-აზე? სხვებსაც გაენძრიათ ფეხები მარტო მესი ხომ არ თამაშობდა? რაც შეეხება მრავალბუციანობას მესიმ დიდი ხანი დაგიმტკიცათ და აღარაფერში ჭირდება დამტკიცება!
ნიანიას, ბარსა მესისგან.
07 მარტი 2020 13:22
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული