"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა.
კატალონიელმა სპეციალისტმა ბარსელონის ექიმთა გაერთიანებას 1 მილიონი ევრო გადაურიცხა. აღნიშნულ თანხას ესპანელი ექიმები პირბადეებისა და სხვადასხვა სახის საჭირო ნივთის შესაძენად გამოიყენებენ.
ესპანეთის სამეფოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაციაა. უკვე დაინფიცირდა 40 000-ზე მეტი ადამიანი და გარდაცვლილთა რიცხვი 2800-ს შეადგენს.
მომზადებულია Diario Sport-ის მიხედვით