"რენის" ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა, როგორც იქნა, ბევრი ფიქრის შემდეგ ჩამოყალიბდა, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება. Marca-ს ინფორმაციით, 17 წლის ფრანგს მადრიდის "რეალში" გადასვლა უნდა.
ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდული კლუბი კამავინგაში კაზემიროს სრულფასოვან შემცველს ხედავდა და მზად იყო მასში 50-60 მილიონი ევრო გამოეყო. თუმცა ბოლო პერიოდში კამავინგამ სხვა გრანდების ყურადღებაც მიიპყრო და კონკურენცია გაძლიერდა. ამჟამად ფეხბურთელით დაინტერესებულები არიან: პსჟ, "ლივერპული", "ბარსელონა" და დორტმუნდის "ბორუსია".
კამავინგას დებიუტი "რენის" უფროს გუნდში 2019 წლის მარტში "ანჟის" წინააღმდეგ შედგა. ფეხბურთელმა 43 მატჩი ჩაატარა,
1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა განახორციელა.
Transfermarkt-ი ედუარდოს ღირებულებას 42 მილიონ ევროდ აფასებს.