ფილიპე ლუისი: მესისთვის მაისური არასდროს მითხოვია, რატომ?!.

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მცველმა ფილიპე ლუისმა "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მაისური არასდროს უთხოვია.

"მე ყოველთვის შევდიოდი მასთან ორთაბრძოლაში, მის შეჩერებას ვცდილობდი. ამის გამო საყვედური არასდროს უთქვამს. მესის თამაშით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი.

თუმცა მისთვის მაისურის გაცვლა არასდროს მითხოვია, რადგან მოედანზე გამარჯვებისთვის გამოვდიოდი და არა იმისათვის, რომ შემდეგ მეთქვა, მესის წინააღმდეგ ვითამაშე-მეთქი.

ყველამ იცის, თუ რას ვფიქრობ მესიზე. მისით მხოლოდ უნდა აღვფრთოვანდეთ, რადგან არავინ იცის, რა დრო იქნება საჭირო, რათა მისი მსგავსი ფეხბურთელი კიდევ გამოჩნდეს.

"ოქროს
ბურთი" მხოლოდ მესის უნდა გადასცენ", - თქვა ლუისმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესეთი ტუგადუნები ხომ მაგრამ ნამდვილი ბრაზიზიელს კიდია მაგრათ
0
რაღაც მოხშირდა ბრაზილიელები არგენტინელს ეფერებიან...აბა პორტუგალიას ხო არ შეაქებენ...რაც არ უნდა იყოს დამაარსებელია:)))
angel
15:11 08-04-2020
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული