"რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ხელფასებს 10-20%-ით შეუმცირებენ. საბოლოოდ პროცენტი იმის მიხედვით დადგინდება, თუ როგორ დასრულდება სეზონი.
ეს შეეხება ფეხბურთელთა პირველ და აგრეთვე, კალათბურთელთა გუნდს. კლუბის თანამშრომლებს ანაზღაურება არ შეუმცირდებათ.
As-ი იტყობინება, რომ ასე "სამეფო კლუბი" 25-დან 56 მილიონ ევრომდე დაზოგავს.
"რეალი", ბონუსებისა და საპრიზო თანხების გარდა, ხელფასებზე წლიურად 283 მილიონს ხარჯავს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ფეხბურთელები შეთავაზებაზე უსიტყვოდ დათანხმდნენ. იმ შემთხვევაში, თუ სპონსორებმა კონტრაქტის ვალდებულებით განსაზღვრული თანხის ნაწილის დაბრუნება მოითხოვეს, ეს სერიოზულ პრობლემას შექმნის, რამეთუ "რეალი" 150 მილიონს
იზარალებს.