"ბეტისში" განათხოვრებულმა 21 წლის ბრაზილიელმა მცველმა ემერსონმა განაცხადა, რომ "ბარსელონაში" დასაბრუნებლად მზადაა.
"არ მეგონა, თუ ასე მალე ასეთ დონეს მივაღწევდი. ცხადია, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონია. საქმეები შესანიშნავად მიმდის. ახალგაზრდა ვარ და ნებისმიერ გუნდში თამაში შემიძლია.
დიახ, მე "ბარსელონაში" სათამაშოდ მზად ვარ. ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებაზე მკითხეს და იგივე ვუპასუხე. არაფრის არ მეშინია. "ბარსაში" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ყოველთვის ამ გუნდის ფანი ვიყავი, აგრეთვე, მისი ჩემი თანამემამულე ფეხბურთელების - რონალდინიოსი და დანი ალვეშის", - ციტირებს ემერსონს Goal-ი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ
კატალონიური გუნდი ნელსონ სემედოს გაყიდის და მის ნაცვლად შემადგენლობაში ადგილს სემედოს მიუჩენს. სხვათა შორის, ეს გუნდის მწვრთნელ კიკე სეტიენის სურვილია.