მადრიდული გრანდები "ვალიადოლიდის" მცველით ინტერესდებიან

AutoSharing Option
The Athletic-ის ინფორმაციით, "ვალიადოლიდის" მცველმა მუჰამედ სალისუმ მადრიდის "რეალისა" და "ატლეტიკოს" ყურადღება მიიპყრო და ორივე კლუბს ფეხბურთელის გადაბირება მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას სურს.

"ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში სალისუმ 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

20 წლის განელ ფეხბურთელს "ვალიადოლიდთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. transfermarkt-ის მიხედვით, სალისუს სატრანსფერო ღირებულება 11 მილიონი ევრო გახლავთ.

alt"რეალმა" ობამეიანგის შეძენა გადაწყვიტა

altმოულოდნელი ამბავი: "რეალი" კაზემიროს შემცვლელს ეძებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული