The Athletic-ის ინფორმაციით, "ვალიადოლიდის" მცველმა მუჰამედ სალისუმ მადრიდის "რეალისა" და "ატლეტიკოს" ყურადღება მიიპყრო და ორივე კლუბს ფეხბურთელის გადაბირება მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას სურს.
"ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში სალისუმ 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.
20 წლის განელ ფეხბურთელს "ვალიადოლიდთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. transfermarkt-ის მიხედვით, სალისუს სატრანსფერო ღირებულება 11 მილიონი ევრო გახლავთ.
"რეალმა" ობამეიანგის შეძენა გადაწყვიტა
მოულოდნელი ამბავი: "რეალი" კაზემიროს შემცვლელს ეძებს