ქარიმ ბენზემამ "ლიონში" დაბრუნება არ გამორიცხა

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ "ლიონის" კლუბის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერა შეიძლება ფრანგულ კლუბში დაასრულოს.

"რასაც მივაღწიე, ლიონის" დამსახურებაა. რაც შეეხება დაბრუნებას, ახლა შესაფერისი მომენტი არაა. ისტორიის შექმნა "რეალში" უნდა გავაგრძელო, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში.

თუმცა, ვინ იცის, რა მოხდება მომავალში? კარიერის "ლიონში" დასრულება? რატომაც არა".

ბენზემა "რეალში" 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ მადრიდულ გუნდში ყველა ტურნირზე 241 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული