ზიდანის შვილს კონტრაქტს არ გაუგრძელებენ და "რეალს" დატოვებს

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის 21 წლის შვილი, ლიუკა ზიდანი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

"მარკას" ცნობით, მეკარეს "რეალთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და არ გაუხანგრძლივებენ.

ის სეგუნდას "რასინგშია" განათხოვრებული და ადრე თქვა, რომ კარიერის საფრანგეთში გაგრძელება სურს.

2017 წელს "რეალი" ზიდანის უფროსმა შვილმა, 24 წლის ენცომ დატოვა. ის ამჟამად "ალმერიაში" თამაშობს.

ასევე დაგაინტერესებთ