28 აპრილიდან ესპანეთში გაყიდვაში გამოვა "რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომლიდანაც ნაწყვეტი "სპორტ ბილდმა" გამოაქვეყნა. მან თავის ოთხ შვილზე ისაუბრა.
"მათ სხვებისგან განსხვავებული ცხოვრება აქვთ. ვშიშობ, პატარა იდიოტები არ გამოვიდნენ.
არ მინდა, სიმდიდრემ და ყველაფერმა, რაც ჩემ გარშემო ხდება, ბიჭები ცუდ გზაზე დააყენოს. მსურს, კარგი ადამიანები გამოვიდნენ", - ეს ზიდანმა ჯერ კიდევ 2005 წელს თქვა.
ზინედინის ოთხივე შვილი ფეხბურთელია: 24 წლის ენცო "ალმერიას" ნახევარმცველია, 21 წლის ლიუკა "რასინგის" მეკარეა, 17 წლის თეო "რეალის" ახალგაზრდული გუნდის თავდამსხმელია, ხოლო 14 წლის