გარიგებული მატჩების ორგანიზებისთვის ესპანეთში დაკავებულების უმრავლესობას პატიმრობა მიესაჯა

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, "ოსასუნას" ხელმძღვანელობის მიერ 2014 წელს ორგანიზებული გარიგებული თამაშების გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა და ბრალდებულების უმრავლესობას პატიმრობა მიესაჯა.

საქმეში 11 პირი ფიგურირებდა: "ოსასუნას" 6 ექსხელმძღვანელი, "ბეტისის" 3 ყოფილი ფეხბურთელი და ორი აგენტი, რომლებიც გარიგების ხიდს წარმოადგენდნენ. 11-დან 9-ს პატიმრობა მიესაჯა.

ყველაზე დიდი ხნით ციხეში ყოფნა "ოსასუნას" ყოფილ გენმდივან ანხელ ვისკაის მოუწევს, მას 8 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუდგინეს. ფეხბურთელები ანტონიო ამაია და ხავიერ ტორესი საპატიმროში 1-1 წელს დაჰყოფენ.

2013/14 წლების სეზონის ბოლოს, როცა "ოსასუნა" პრიმერა დივიზიონიდან
ვარდებოდა, კლუბის ხელმძღვანელობამ გარიგებებით გადაწყვიტა ელიტურ ლიგაში ადგილის შენარჩუნება. გარიგების თანახმად, "ბეტისს" "ვალიადოლიდისთვის" უნდა მოეგო 37-ე ტურში და ბოლო, 38-ე ტურში კი "ოსასუნასთან" წაეგო. კლუბს ეს გარიგება 650 000 ევრო დაუჯდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული