![](https://sportall.ge/pictures/image5/c1272c105cb76a764a0be8f3e95941ed.png)
კატალონიური "ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ 2009 წელს "ელ კლასიკოში" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ცნობილი გამარჯვება გაიხსენა. მაშინ "ბლაუგრანამ" "ბლანკოსს" პრიმერა დივიზიონის მატჩში გასვლაზე, ანგარიშით, 6:2 მოუგო.
პიკემ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა იმ შეხვედრაში მის მიერ გატანილი გოლის ვიდეო და დააწერა: "11 წელი!"
იკერმა კი, პიკეს პოსტი გააზიარა და დაწერა: "11+2=13".
![პიკემ ცნობილი "2:6" გაიხსენა, კასილასმა კი მტკივნეულად უპასუხა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e14984866592f97cd9e589e5ce173cf8.png)
ბუნებრივია, "რეალის" ლეგენდამ "ბარსას" ვიცე კაპიტანს "სამეფო კლუბის" ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებათა რიცხვი შეახსენა.
კასილასი მადრიდის "რეალში" 1999 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა. "თეთრებთან" ერთად იკერმა ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო და ესპანეთის ჩემპიონი 5
გახდა. "პორტუში" გადასულსულ იკერს, შარშან, 2019 წელს, გულის შეტევა დაემართა და მოგვიანებით იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა.