"ლეგანესის" მწვრთნელი ხავიერ აგირე ესპანეთის ჩემპიონატის გაგრძელების საორიენტაციო თარიღს ასახელებს.
"ჩვენ უკვე გვაქვს ჩემპიონატის გადატვირთვის თარიღი. 20 ივნისს სეზონს განვაახლებთ, 26 ივლისს კი დავასრულებთ. ვითამაშებთ შაბათ-კვირას, ასევე, ოთხშაბათობით და ხუთშაბათობით.
ეს ინფორმაცია ლა ლიგიდან ცოტა ხნის წინ მაცნობეს. ძალიან ბედნიერი ვარ, ხვალისთვის ვარჯიში დავგეგმეთ. საბედნიეროდ, ყველამ ჩავაბარეთ კორონავირუსზე ტესტი და ახლა ვარჯიშის დაწყების უფლება გვაქვს." - ციტირებს ხავიერს marca.
კორონავირუსის პანდემიის გამო ლა ლიგა 27 გათამაშებული ტურის შემდეგ შეჩერებულია. "ლეგანესი" მე-19 ადგილას განთავსდა.