"რეალი" თავისი ოფიციალური საიტით გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, იკო აგილარის გარდაცვალებას იტყობინება. ექსფორვარდი 71 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აგილარმა 1971-79 წლებში მადრიდულ გუნდში 190 მატჩში 50 გოლი გაიტანა, ქვეყნის ხუთგზის ჩემპიონი და თასის ორგზის გამარჯვებული იყო.
ის აგრეთვე "რასინგში", "სპორტინგსა" და "რაიო ვალეკანოში" თამაშობდა. მან ესპანეთის ნაკრებში 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
"რეალი", კლუბის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო გუნდის ერთ-ერთი ლეგენდის, იკო აგილარის გარდაცვალების გამო ღრმა სამძიმარს გამოთქვამენ", - ნათქვამია "რეალის" განცხადებაში.