"რეალის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი "ატლეტიკოში" გადასვლასთან ახლოსაა, - იტყობინება AS-ი.
"ატლეტიკო" "რეალთან" მოლაპარაკებას აწარმოებს და ტრანსფერი თითქმის გაჩარხულია. გამოცემის მტკიცებით, მხარეები კონტრაქტის 80%-ზე შეთანხმდნენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბი" მას 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიდა.
ამ სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "რეალთან" ხელშეკრულება კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.