"ბარსას" მოსკოვის "ლოკომოტივის" შემტევი სურს - პრეზიდენტი თანახმაა

AutoSharing Option
სხვადასხვა რუსული და ევროპული გამოცემის მიხედვით, "ბარსელონას", მომავალი სატრანსფერო ფანჯრის ფარგლებში, მოსკოვის "ლოკომოტივის" შემტევ ალეკსეი მირანჩუკის შეძენა სურს.

კლუბში არსებული კრიზისის გამო "ბლაუგრანა" დაბალბიუჯეტიან ფეხბურთელებზე გადაერთო და ერთ-ერთი მათგანი სწორედ 24 წლის რუსი შემტევი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წყაროების ცნობით, "ბარსას" პრეზიდენტმა ბართომეუმ ტრანსფერი მოიწონა.

თუ კატალონიელები ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის და შემდეგ "რკინიგზელებთან" ტრანსფერის თანხის შეთანხმებას შეძლებენ, შესაძლოა, რუსი ფეხბურთელი "ბარსელონას" პირველი შენაძენი გახდეს 2020-21 წლების სეზონის წინ.

მიმდინარე სეზონში მირანჩუკმა "ლოკომოტივის" შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და
5 საგოლე გადაცემა გააკეთა. რუსული საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, "ლოკო" მის გაშვებას 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

altრუსებმა ამიერკავკასიის სიმბოლურში 5 სომეხი, 4 ქართველი და 2 აზერბაიჯანელი შეიყვანეს



მკითხველის კომენტარები / 8 /
სპორტექსპრესი ხართ თუ ფუტბოლ-ხოკეი? რომ არ გამოაქვეყნებთ ამ კომენტარს ვიცი, მაგრამ იმიტომ ვწერ, რომ ერთმა თქვენგანმა მაინც წაიკითხოს.
S
14 მაისი 2020 03:34
0
გამარჯობა <3 აზრის დაფიქსირებაში არ არის საქმე. დღეში ათობით რადიკალურად განსხვავებულ საწინააღმდეგო თუ საერთო აზრის კომენტარებს ვუშვებთ, თუმცა კონკრეტულად ამ კომენტარის ბოლოში ცენზურა იყო დარღვეული და შეურაცხმყოფელი სიტყვები ეწერა მომხარებელს, გაფრთხილება ამას მოჰყვა და არა აზრს.
Sportall
14 მაისი 2020 13:32
0
Sportall ადამიანმა გამოხატა მისი აზრი მოგწონᲗ Თუ არა ეგ, Თქვენ საჯარო ვებგვერდი ხარᲗ და კეᲗილი ინებეᲗ და არ აყვეᲗ ემოციებს, წინააᲦმდეგ ᲨემᲗხვევაᲨი დაემზგავსებიᲗ მარᲗლაც და რომელიმე რუსულ პროვინციულ გამოცემას და დაემᲨვიდობებიᲗ მკიᲗხველებს რაც ასე მᲜიᲨვნელოვანია ᲗქვენᲗვის( საარსებო წყარო). პატივისცემიᲗ მკიᲗხველი ⚽️
Hit em up
14 მაისი 2020 13:16
0
ყველა გამოხმაურება
თუ ასეთ ფეხბუღთელებს იყიდის ბარსელონა, მაშინ ვალიადოლიდისგან ან ესპანიოლისგან არაფრით განსხვავებული გუნდი აღარ იქნება და ჩვეულებრივ საშუალო ევროპულ კლუბად გადაიქცევა.
გუნდი, რომელსაც მესი ჰყავს, მირანჩუკზე თუ ფიქრობს (რომელიც რა თქმა უნდა ძალიან კვალიფიციური მოთამაშეა, მაგრამ ევროპული დონის ვარსკვლავობისგან შორსაა), ესე იგი ფულში მაგრად ერხევა.
ჯამი ჭურჭელია
13 მაისი 2020 13:59
6
თუ დარხევაზე ვილაპარაკებთ,პრეზიდენტში აქვს დარხეული.თუ არ გაუშვეს თავის დროზე,მილანის ისტორია გამეორდება.მესი უკვე ასაკშია და თუ მაგან ასე გააგრძელა,იძულებული გახდება ბარსა დატოვოს.დასაკარგი დრო,აღარ აქვს.
სოსო
14 მაისი 2020 08:20
0
მირანჩუკი გორის დილაში!
გენო
13 მაისი 2020 13:56
8
კიდევ ერთი ზღაპარი :)))
L.J.
13 მაისი 2020 12:50
7

სიახლეები პოპულარული