ლიონელ მესი გაოცებულია: ის უბრალოდ სრულყოფილი ფეხბურთელია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი მილანის "ინტერისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევზე, ლაუტარო მარტინესზე საუბრობს.

"არ ვიცი, მიმდინარეობს თუ არა ამჟამად ლაუტაროსთან მოლაპარაკებები. წარმოდგენა არ მაქვს. მგონი, ეს ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ლაუტარო გასაოცარი თავდამსხმელია და მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის სრულყოფილია: ფიზიკურად ძლიერია, ფლობს კარგ დრიბლინგს, ორიენტირებულია მოწინააღმდეგის კარებზე და კარგად ინარჩუნებს ბურთს. მაგრამ ვნახოთ, რა იქნება. ლაუტაროსთან ერთად სხვა ფეხბურთელების სახელებიც ფიგურირებს პრესაში." - ციტირებს მესის sport.es-ი.

ადრე ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა" აქტიურად მუშაობს ლაუტაროს ტრანსფერზე და
მზად არის, თავისი რამდენიმე ფეხბურთელიც კი დათმოს არგენტინელის სანაცვლოდ.

მიმდინარე სეზონში მარტინესმა 22 მატჩში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Lautaros arvici ra mogaxsenot magram ai jeidon sancho martlac ishviati nichis mqone fexburtelia
Milani
15:25 16-05-2020
1
კორბენ დალასი ხარ თუ ვინც ხარ, პირი გამოირეცხე პატრიარქზე ლაპარაკისას.
გელა
08:30 16-05-2020
3

სიახლეები პოპულარული