ტოტი: "რეალმა" ყველაფერი შემომთავაზა, მაგრამ რაული...

AutoSharing Option
იტალიური "რომასა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალმა" მას ყველა პირობა შესთავაზა, გარდა ერთისა.

"ვიტყვი, რომ "რეალში" გადასვლის 80%-იანი განზრახვა მქონდა. ამას ემატებოდა ისიც, "რომაში" კარგი პერიოდი არ მქონდა, თუმცა ფრანჩესკო სენსი ("რომას" ექსპრეზიდენტი) ჩემთვის ყველაფერს გააკეთებდა.

მადრიდელები კი ბევრს იხდიდნენ. მე კი საუკეთესო პირობები შემოთავაზეს, თითქმის ყველაფერი. 25-მილიონიანი კონტრაქტი მექნებოდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი, გარდა კაპიტნობისა, რადგან იქ რაული იყო.

რაული ის ფეხბურთელი იყო, რომელსაც ყველაზე მაღალი ხელფასიც უნ
და ჰქონოდა. ის იყო კაპიტანი, მადრიდის "რეალის" სიმბოლო და უმაღლესი ანაზღაურებაც სამართლიანი იყო.

შესაბამისად, ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც "რეალში" გადავიდოდა, რაულზე ნაკლებ გასამრჯელოს მიიღებდა, გუნდის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე ის იქნებოდა."

ტოტიმ ისიც თქვა, რომ მთელი კარიერის "რომაში" გატარების მიუხედავად, ქალაქი რომი დიდად არ მოსწონს.

"არასდროს მომწონდა რომი. სიმართლე რომ გითხრათ, კოლიზეუმი პირველად 3 წლის წინ ვნახე. შეიძლება ეს არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა."

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამტომაც ხარ ლეგენდა !!!
ტოტი
21:45 19-05-2020
6
ტოტისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მისი პოზიციის იტალიელი მოთამაშეების ან თავიანთ საუკეთესო წლებში , ბაჯოც ამაზე უკეთესი იყო და დელ პიეროც . მაგრამ ამ სამეულიდან თავზე ყველაზე დიდი წარმოდგენა ტოტის აქვს.
Baxt
10:15 20-05-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული