Radioesport-ის ცნობით, არგენტინელი მცველი ესეკიელ გარაი "ვალენსიასთან" კონტრაქტს არ გააგრძელებს, რომელსაც ვადა 30 ივნისს გასდის.
"ვალენსია" 33 წლის ფეხბურთელს 1+1 სისტემის ხელშეკრულებას და სეზონურ გასამრჯელოდ 2.7 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ უარი უთხრა და მალე თავისუფალი აგენტი გახდება.
გარაი "ვალენსიამ" 2016 წელს "ზენიტისგან" 20 მილიონად შეიძინა, ამ სეზონში კი ლა ლიგის 17 მატჩში (ყველა ძირითად შემადგენლობაში) მიიღო მონაწილეობა.