მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე და კაპიტანი, ლეგენდარული იკერ კასილასი "რეალის" ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელებზე საუბრობს.
- დაასახელეთ "რეალის" ისტორიაში 3 საუკეთესო ფეხბურთელი...
- სამს ვერ დავასახელებ, მაგრამ 2 ვიცი. დონ ალფრედო დი სტეფანო და კრიშტიანო რონალდუ. - უპასუხა ესპანელმა.
დი სტეფანო "რეალში" 1953 წლიდან 1964 წლამდე თამაშობდა. გუნდთან ერთად მან 18 ტიტული მოიგო, მათ შორის, ევროპის ჩემპიონების თასი, თანაც, ზედიზედ 5-ჯერ.
რონალდო მადრიდში 2009-დან 2018 წლამდე თამაშობდა. მან 15 ტიტულის მოგება მოახერხა, აქედან 4 ჩემპიონთა ლიგაა.
კრიშტიანომ "რეალის" შემადგენლობაში 438 მატჩში 450
გოლი გაიტანა.
დისტეფანომ 396-ში - 308 გოლი.