კორონავირუსით გამოწვეული კარანტინისას "რეალის" 34 წლის მცველმა სერხიო რამოსმა გარეგნობა შეიცვალა, წვერი მოუშვა და სეზონის განახლებისთვის ემზადება.
"სამეფო კლუბს" მისი შენარჩუნება უნდა, მაგრამ როგორც წესი, ვეტერან ფეხბურთელებს კონტრაქტს მხოლოდ 1 წლით უხანგრძლივებს. სერხიო რამოსსაც 1 სეზონით გაუგრძელებენ ხელშეკრულებას.
As-ი აღნიშნავს, რომ მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება.
მას კონტრაქტი გაისად უმთავრდება, ამ სეზონში კი ლა ლიგის 25 მატჩში 5 გოლი (3 პენალტით) გაიტანა.