იმიჯშეცვლილ სერხიო რამოსს "რეალი" კონტრაქტს მხოლოდ 1 წლით გაუგრძელებს

AutoSharing Option
კორონავირუსით გამოწვეული კარანტინისას "რეალის" 34 წლის მცველმა სერხიო რამოსმა გარეგნობა შეიცვალა, წვერი მოუშვა და სეზონის განახლებისთვის ემზადება.

"სამეფო კლუბს" მისი შენარჩუნება უნდა, მაგრამ როგორც წესი, ვეტერან ფეხბურთელებს კონტრაქტს მხოლოდ 1 წლით უხანგრძლივებს. სერხიო რამოსსაც 1 სეზონით გაუგრძელებენ ხელშეკრულებას.

As-ი აღნიშნავს, რომ მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება.

მას კონტრაქტი გაისად უმთავრდება, ამ სეზონში კი ლა ლიგის 25 მატჩში 5 გოლი (3 პენალტით) გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უწერიათ კონტრაქტი გაისად უმთავრდება და 1 წლით გაუგრძელებენო. ანუ 2022 წლის ზაფხულამდე.
გოჩა
19:56 09-06-2020
1
ყველა წერს ორი წლითო და მარტო თქვენ წერთ ამ სისულელეს არ გირყდებათ??
L.J.
19:49 09-06-2020
4

სიახლეები პოპულარული