"რეალი" "ატლეტიკოს" სტადიონზე თამაშზე უარს აცხადებს

AutoSharing Option
"რეალის" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და სეზონის დარჩენილი 6 მატჩის კლუბის ბაზაზე მდებარე "ესტადიო ალფრედო დი სტეფანოზე" ჩატარებას აპირებს.

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ "რეალს" მათ არენაზე, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" თამაში შესთავაზა, მაგრამ "სამეფო კლუბს" ეს ვარიანტი არ აწყობს, - იტყობინება ESPN.

"მარკას" ცნობით, "რეალი" მხოლოდ დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე ითამაშებს და ესპანეთში მატჩებზე მაყურებლების შეშვების ნებართვაც რომ მისცენ, გულშემატკივრებს არ შეუშვებს.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" სამუშაოები სექტემბერში ან ოქტომბერში დასრულდება და "ბლანკოსი" თავის არენაზე მაშინ დაბრუნდება.

ლა ლიგა 8 ივნისს განახლდება,
"რეალი" კი 28-ე ტურში "ეიბარს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული